თუ დაგიდასტურდათ Covid-19, ნუ შეშინდებით, შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.
გაეცანით რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ:
- ომიკრონი გავრცელების მაღალი სისწრაფით ხასიათდება. ის 4 ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები
- ომიკრონით ინფიცირებისას დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და გრძელდება 8 დღე. შედარებით დაბალია გართულებების, ჰოსპიტალიზაციის რისკი, განსაკუთრებით აცრილ მოსახლეობაში
- პაციენტების მცირე ნაწილს სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევები ან კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება
რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს?
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევების მიხედვით, ყველაზე ხშირად დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ყელის ტკივილი
- თავის და წელის ტკივილი
- სურდო
- ზომიერი ცხელება
- ხველა
- ოფლიანობა ღამით
- საერთო სისუსტე
როგორ მოვიქცეთ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში?
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე
- მიიღეთ სითხე (დღის გამავლობაში 2 ლიტრამდე) და ვიტამინებით მდიდარი საკვები
- ხშირად გაანიავეთ ოთახი,სადაც იმყოფებით
- შეძლებისდაგვარად ბევრი იმოძრავეთ, არ იყოთ პასიურად 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში (ძილის პერიოდი არ ითვლება)
როგორ მოვიქცეთ თუ გვაქვს შემდეგი ჩივილები?
- ზომიერი ცხელება - თუ ტემპერატურა 38-ზე მაღალი გაქვთ, მიიღეთ პარაცეტამოლი 500 მგ., 8 საათში ერთხელ საჭიროების მიხედვით.
- ტკივილი - არ მოითმინოთ ტკივილი, გამოიყენეთ პარაცეტამოლი. თუ პარაცეტამოლი არ გიყუჩებთ ტკივილს, მიახმარეთ იბუპროფენი 200-400მგ. ეს ეხება როგორც თავის ტკივილს ასევე, კუნთების , წელის ტკივილს. გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტების მიღების დროს, აუცილებლად უნდა დაიცვათ 4-6 საათიანი ინტერვალი
გართულებული მიმდინარეობისას, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გაქვთ ერთ-ერთი მაინც, დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ.
- მძიმე ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, ან სატურაცია <90%-ზე
- მოჭერა ან ზეწოლა გულმკერდში
- სისხლიანი ხველა
- ტუჩების ან სახის სილურჯე
- არტერიული წნევის ციფრების შემცირება, მგ: < 90 mmHg
- შარდის გამოყოფის შემცირება < 100 მლ/დღეში.
- გონების კარგვა, დაცემა
როგორ დავუკავშირდეთ პირად ექიმს?
დღის განმავლობაში 9:00 საათიდან 19.00 საათამდე 2505111 ან 2430101;
19 საათიდან 577632310
Covid-19_თან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ
(წყარო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით)
For foreign students studying in Georgia, please contact us via e-mail, in case you need medical assistance for Covid treatment: medeatsabutashvili@gmail.com. In the email, please provide us with your name, mobile phone, and symptoms. Our doctor will contact you at your earliest convenience.